მთავარი » 2014 » ნოემბერი » 5 » თემო არაბული - მარტო მთების / temo arabuli - marto mtebis
11:47 PM თემო არაბული - მარტო მთების / temo arabuli - marto mtebis
ღამეც უღიმღამო დადგა, ალბათ ცუდის მოსვლას უწყის, შენი არ ვარ, აბა რა ვქნა! ცრემლი მოიწმინდე ნუ გწყინს.
არას მახეირებს ხევსურს, მერქვას საკუთრება სხვისი, ქვეყნად აღარც ერთი ქალის მქვია მარტო მთების ნისლი.
თავს ვთვლი, სულ პატარა კენჭად, ჭიუხვს მომტვრეული ლოდის, მთა ვარ წამომდგარი კენტად, ვიტან აუტანელ ლოდინს.
მაღლა მწვერვალების თავში, თოვლთა ის სითეთრეც მე ვარ, რითმებს ჩაუდექი, კვალში ცოტა მელექსესაც ვგევარ.
მწვანედ შეფერილი ქვა ვარ , შხეფით ვუხავსივარ, არაგვს, ანდაც არაგვი ვარ თვითონ, რავი... მნიშველობაც არ აქვს.
მგლების ყმული ვარ ტყეში, აქაც... უფრო მგელი თვითონ, კალამს მოვიტოვებ ხელში, ღამე წერით უნდა ვირთო.
მთვარის, მოფენილი სხივი, მთების დარაჯი ვარ ღამის, მაინც არ მასვენებს ფიქრი, ერთი ლამაზთვალა ქალის.
ხოდა.... ყველაფრის ვარ მთაში, ემაგ შენ თვალ წარბის გარდა,
არა, მას ვერ გავცვლი სხვაში, მუზად ერთი მყავს და... მყავდა.
რითმა ხვალ ახალ ლექსს უწყის, მახსოვს, მთებს ფურცლადაც ვყავდი, ცრემლი მოიწმინდე, ნუ გწყინს ტანზე ჩაიცვი და.... წადი...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1019 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|