Загрузка...
მედეა კახიძე - ანანური / medea kakhidze - ananuri - 7 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 7 » მედეა კახიძე - ანანური / medea kakhidze - ananuri


0:11 AM
მედეა კახიძე - ანანური / medea kakhidze - ananuri


ბეწვის ბილიკივით
მოჩანს ხევი,
ქვა როა,
ქვაც მიყვარს მანდაური,
როგორც კი შემოუხვევს
მოსახვევი,
ფეხზე წამოდგება ანანური.
ზაფხულმა მკლავებში მომიხელთა,
აქ ყველა მუხის კვიტში
სძინავს მართვეს,
ნადირობის და
ომის ღმერთებს
ბევრი მეომრის
სული მართებთ.
ვაგლახ, ყრუმუნჯივით ყოფნა მერგო
ერთ დროს
სიმღერებით ხელხვავიანს,
შენს ძველ გალავანს და
ტყიან ფერდობს,
ახლა ტურისტები შეხარიან.
ნისლის ფთილაც მიყვარს
მანდაური,
შორით შემომძახის ანანური,
ვინ იცის,
რას ფიქრობ
გარდასულზე,
რამდენი რამა გაქვს
სანანური!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1932 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0