Загрузка...
მედეა კახიძე - ჰამლეტ გონაშვილი / medea kakhidze - hamlet gonashvili - 7 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 7 » მედეა კახიძე - ჰამლეტ გონაშვილი / medea kakhidze - hamlet gonashvili


1:05 AM
მედეა კახიძე - ჰამლეტ გონაშვილი / medea kakhidze - hamlet gonashvili


მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ,
მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას,
ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა,
და ამიტომაც დავჭირდი უფალს.
არ მითესია შური და გესლი,
მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი,
არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი,
ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი.
ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის,
მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმს
და, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი,
მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით.
ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს,
და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს,
და ასე მუდამ კარიკარ ივლის,
ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს.
შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად,
იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას,
ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს,
ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს.
ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს,
გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს,
ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა
და ამიტომაც დავჭირდი უფალს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1183 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0