Загрузка...
მედეა კახიძე - ჩემი მიწის სადღეგრძელო / medea kakhidze - chemi mitsis sadghegrdzelo - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - ჩემი მიწის სადღეგრძელო / medea kakhidze - chemi mitsis sadghegrdzelo


6:16 AM
მედეა კახიძე - ჩემი მიწის სადღეგრძელო / medea kakhidze - chemi mitsis sadghegrdzelo


ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე.

მუმხლი მუხას ეხვეოდა,
ყორანივით დაგვყიოდა მტერი,
კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფეს
ეჭვებივით ჩახლართული ტევრი.

ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,
განა მართლა
თავზე ჩემოგვექცა
ვარკვლავების
ჩიხტიკოპით დახურული,
საქართველოს მადლიანი ზეცა.

მინდა, ვიყო
გმირი თინა წავკისელი,
შორი გზიდან
მიყიოდეს მოყმე,
ვიყო მისთვის
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სიცოცხლისთვის მოვკვდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1456 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0