Загрузка...
მედეა კახიძე - ქეთევანი/ medea kakhidze - qetevani - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - ქეთევანი/ medea kakhidze - qetevani


6:16 AM
მედეა კახიძე - ქეთევანი/ medea kakhidze - qetevani


“მერე მოიღეს ქუაბი გახურებული,
და დაარქუეს წმინდასა ქეთევან დედოფალსა”
/ქართლის ცხოვრება/

დუმილი ჩამოწვა მძიმე,
კოცონი ღუოდა წითლად,
დათმეო, რამეთუ მცირე
არისო ქართული მიწა.
და როცა ცეცხლის წინ შევდექ,
მანდილზე მიტაცეს ხელი,
ცხელ შანთებს მადებენ მკერდზე,
დაფარონ სიშიშვლე ჩემი!
კოცონში მაგდებენ უძლურს,
როგორც ღვთის საწირავ ზვარაკს,
მე მტკივა მოჭრილი ძუძუ,
უფრო კი სირცხვილი მზარავს.
მე ვითმენ წამებას დიდხანს
და ყელში მობჯენილ კივილს,
რამეთუ ნაშენი ვიყავ
ქართული მიწით და კირით.
ქოქოლას მაყრიან მძევალს,
ვიწვი და მაინც არ ვგმინავ,
ასევე სჭდავდნენ ძველად
ცეცხლში ხალიბები რკინას.
მე ჩემს სიზვიადეს ვენდე,
ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა…
ეგრე,
დედოფალო,
ეგრე,
ცოტაც და,
იწყება ზეცა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1668 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0