Загрузка...
მედეა კახიძე - სიტყვა თამუნიას / medea kakhidze - sitkva tamunias - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - სიტყვა თამუნიას / medea kakhidze - sitkva tamunias


6:20 AM
მედეა კახიძე - სიტყვა თამუნიას / medea kakhidze - sitkva tamunias


შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ
შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკვილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1099 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0