Загрузка...
მედეა კახიძე - საგალობელი დედებს / medea kakhidze - sagalobeli dedebs - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - საგალობელი დედებს / medea kakhidze - sagalobeli dedebs


6:21 AM
მედეა კახიძე - საგალობელი დედებს / medea kakhidze - sagalobeli dedebs


დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0