Загрузка...
მედეა კახიძე - ვისაც სიყვარული შეუძლია / medea kakhidze - visac sikvaruli sheudzlia - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - ვისაც სიყვარული შეუძლია / medea kakhidze - visac sikvaruli sheudzlia


6:21 AM
მედეა კახიძე - ვისაც სიყვარული შეუძლია / medea kakhidze - visac sikvaruli sheudzlia


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1180 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0