Загрузка...
მედეა კახიძე - ბები / medea kakhidze - bebi - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » მედეა კახიძე - ბები / medea kakhidze - bebi


6:22 AM
მედეა კახიძე - ბები / medea kakhidze - bebi


წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი,
როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე,
ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი,
გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.
თითქოს ისევ ძველებურად, ჩემო ბები,
მივჯდომივართ მოღუღუნე ბუხარს,
ხარ ურთხმელის ნაკვერჩხლების ცქერით ვტკბები,
ხან შვლის ნუკრის უბედობას ვწუხვარ.
ნაბზარები შეპარვია ფანჯრის მინებს,
თაროები თაგვებს გამოუხრავთ.
გარეთ ქარი ავზნინანად დასისინებს,
ჩანაცრებას ემუქრება ბუხარს.
თბილ ბუხართან მთვლემარება გეპარება,
გავიწყდება ოქროსთმება დალი,
მუგუზლებში იფანტება ნება-ნება
ნაკვერჩხლებზე ჩამოშლილი ნავლი.
გარეთ ქარმა მიატოვა ხეტიალი,
ნედლი შეშა არ ათავებს შიშინს,
დამეძინა, ქარი ჩადგა ეგ ტიალი,
დაგმანულ კარს თვალს მივაპყრობ შიშით.
დაკარგული ხმები შენი იავნანის,
დღესაც ჩუმი სიხარულით მახრჩობს,
რა ვიცოდი, იმ ზღაპრების სინარნარე
გამყვებოდა დღემდე წლების სარჩოდ.
ის წუთები არასოდეს განქარდება,
სად ვიპოვი შენი გულის ბადალს,
მე ბავშვობა შენს კალთაში დამრჩა, ბები,
დღეის შემდეგ სად ვეძებო, სადა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1326 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0