Загрузка...
ალიო მირცხულავა - არ გამაგონო! / alio mirckhulava - ar gamagono! - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ალიო მირცხულავა - არ გამაგონო! / alio mirckhulava - ar gamagono!


7:17 AM
ალიო მირცხულავა - არ გამაგონო! / alio mirckhulava - ar gamagono!


არ გამაგონო დაფა-ზურნის ჰანგი ველური,
ჩემს თბილისში ვარ, დაუკარი ტკბილქართველური!

განა დაგვძლია დამპყრობლების ძალამ ურიცხვმა,
კმარა ზურნის ხმა, გამაგონე სალამურის ხმა!

დაფდაფს დაირა მირჩევნია, ჩვენი დაირა,
თეთრი დაირა, რომ ღუღუნებს მტრედისნაირად.

არღანს არა სჯობს ტანწერწეტა ჩვენი ჩონგური?
თამარ დედოფლის გვირგვინივით შვენის ქონგური.

ზურნა არ მიყვარს, დაფდაფის ხმაც, არღნის ჩხავილიც,
ქართლის ქუჩებში მომწყვდეულან ქარიშხალივით.

მაგ დაფა-ზურნით მოდიოდა ურდო უცხოთა,
იგი მძვინვარე შაჰ-აბასის ჯარს მიუძღოდა.

და ისევ ის ხმა, შორეული, ჩვენი კი არა,
ტკბილი კი არა, მწველზე მწველი, როგორც იარა,

არ გამაგონო! თორემ გული, გული ღონდება,
ჩემი სამშობლოს აოხრება მომაგონდება!

1951


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1698 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0