Загрузка...
ვიქტორ გაბესკირია - ცხრა ძმა ხერხეულიძე / viqtor gabeskiria - ckhra dzma kherkheulidze - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ვიქტორ გაბესკირია - ცხრა ძმა ხერხეულიძე / viqtor gabeskiria - ckhra dzma kherkheulidze


7:54 AM
ვიქტორ გაბესკირია - ცხრა ძმა ხერხეულიძე / viqtor gabeskiria - ckhra dzma kherkheulidze


ყანაში, მინდვრად ძმები მუდამ ყოფილან ერთად,
ერთად შეუკრავთ ბულულები და პურის ძნები;
და ახლაც ველზე მარაბდისა, მრისხანე მტერთან
შესაბრძოლებლად ისევ ერთად მოსულან ძმები.
აი, გამოკრთა ცის ტატნობზე სხივები დილის,
ინათა ველზე და გაბრწინდა დროშები, ჯვარი;
დაჰკრეს ნაღარა და უეცრად ხმალამოწვდილი
დაეშვა ველზე საბრძოლველად ქართველი ჯარი.
ისმის ყიჟინა: „ჰკა მაგას!“ და „ქართლზე მშვიდობა!“
იბრძვიან ძმებიც ურიცხვ მტერთან, არა კრთებიან.
არ ჩამოგვრჩესო და ბრძოლაში არ შეშინდესო,
ყველაზე უმცროსს, გამოუცდელს აკვირდებიან.
გადასძახებენ, ამხნევებენ, ისიც აღარ ჰგავს
შემკრთალ მეომარს, მტრის მრისხანე იერიშს უძლებს,
წინ მიიწევენ მეომრები მტრის ჯარში, მაგრამ
ოთხი მოაკლდათ ომში ცხრა ძმა ხერხხეულიძეთ.
შეირყა, გატყდა ურიცხვ მტერთან რაზმები რკინის,
დროშა ბრძოლისა მიაქვს მთებში ფერმიხდილ მხედარს;
უკანასკნელი ძმათაგანი მტრის ჯარში ჰკივის,
მოუხმობს ძმებს და მეომრებში მათ ვეღარ ხედავს.
ისიც დაეცა, მწუხრში მკრთალი მზე ანთებს ლამპარს,
მტერი კი სთელავს ველს დაღუპულ მეომრის ნათესს,
მდუმარე ველზე წამომდგარა დაჭრილი პაპა
და ამბობს: „ძმებო, ზეცას თქვები სული განათდეს!“

1934


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1608 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0