Загрузка...
ვიქტორ გაბესკირია - ორნი / viqtor gabeskiria - orni - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ვიქტორ გაბესკირია - ორნი / viqtor gabeskiria - orni


7:55 AM
ვიქტორ გაბესკირია - ორნი / viqtor gabeskiria - orni


ეწადათ ვაჟკაცთ მოსულ მტერთან ბრძოლა ქებული,
ახლა კი რა ქნან! არ ასვენებთ ფიქრი და იჭვი,
სხედან გზის პირად ნაღვლიანნი, ჩაფიქრებულნი
მახლობელ სოფლის გლეხნი - ვეფხო და დედას ბიჭი.
შემუსრა მტერმა მათი რაზმი, გადარჩნენ მხოლოდ
ორნი და მტრები იქნებ უკვე მამულში ქრიან,
ვისთან გამოჩნდნენ, სატანჯველი ვის გაუმხილონ,
ღმერთმა იცოდეს, გადარჩენა არ უფიქრიათ.
უცებ ყიჟინა შემზარავი მოესმათ შორით,
უახლოვდება მტერი, რისხვით მთას გადმოსული,
გამოეთხოვნენ ერთმანეთს და ეკვეთნენ ორნივ
მტრებს და ბრძოლაში ვაჟკაცურად დალიეს სული.
მინდორზე წვანან, ყვავილებით უბე ევსებათ
უთანასწორო ომში გასულ სოფლის ფალავნებს,
მინდვრის ბალახი და ნიავი ეალერსება
იმათ ხუჭუჭ თმებს და ქართულად შეკრულ ქალამნებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0