Загрузка...
ვიქტორ გაბესკირია - „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა / viqtor gabeskiria - "vefkhistkaosnis" gadarchena - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ვიქტორ გაბესკირია - „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა / viqtor gabeskiria - "vefkhistkaosnis" gadarchena


7:56 AM
ვიქტორ გაბესკირია - „ვეფხისტყაოსნის“ გადარჩენა / viqtor gabeskiria - "vefkhistkaosnis" gadarchena


გიზგიზებს ცეცხლი, დგას სურნელი ფოთლების, მიწის,
ცეცხლი რუხ კედლებს ხეთა ტოტებს და რისხვას ახლის.
გარს მოხვევია ირანელთა ჯარი და იწვის
ჩუქურთმიანი, სევდიანი ქართული სახლი.

იწვის მიდამო, ითელება მწვანე ჯეჯილი,
ვაზი, რომელსაც არ მოუსხამს ჯერაც მტევანი,
დამარცხებული და ქულაჯაშემოგლეჯილი,
მოყმეთა შორის, იქვე მთაზე, დგას ნოშრევანი.

უცებ დაეშვა იმ მხარისკენ, სად ცეცხლი ბოლავს,
მისი ხმა რუხად განათებული სიჩუმეს კვეთდა,
დასირმულ ტანმა და ხანჯალმა თან გაიყოლა
ჩამავალი მზის სხივები და ცეცხლს შეუერთა.

მტრის ლაშქარში თქვეს, - „ალბათ დარჩა იქ ოქრო-ვერცხლი,
ნივთები და მათ გადარჩენას შეიძლებს განა?!“
მაგრამ ხედავენ: უვნებელი მოდის ცეცხლიდან
და ფერფლწაყრილი ერთი წიგნი გამოიტანა.

როს გაატარეს წიგნით ხელში, ვერაფერი თქვეს,
ყველას ხიბლავდა ეს შემთხვევა ჯერ არნახული,
მაგრამ თქვა ერთმა: „მოვტყუვდითო, რადგანაც ქართველთ
თვალმარგალიტი ჰქონდათ ალბათ იქ შენახული“.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1117 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0