მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » გაბრიელ ჯაბუშანური - ქარაფებთან გავლა / gabriel jabushanuri - qarafebtan gavla
10:06 AM გაბრიელ ჯაბუშანური - ქარაფებთან გავლა / gabriel jabushanuri - qarafebtan gavla
დელგმის დარად დარიალში ვიჭრები, მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს, ქარაფებში ირხევიან ფიჭვები, შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!
თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი, ჩემი გული განა მისებრ კისკასობს. ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი, მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!
მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს- შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ. ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის, შენი თმები მაგონდება, მზექალო!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1069 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|