Загрузка...
გაბრიელ ჯაბუშანური - რასა სთხოვ უფალს / gabriel jabushanuri - rasa stkhov ufals - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » გაბრიელ ჯაბუშანური - რასა სთხოვ უფალს / gabriel jabushanuri - rasa stkhov ufals


10:07 AM
გაბრიელ ჯაბუშანური - რასა სთხოვ უფალს / gabriel jabushanuri - rasa stkhov ufals


ხუცესი შენს თავს ახვეწებს გამჩენს,
ხატის კარს ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?

რასა სთხოვ უფალს მერყევი მზერით,
მწუხარე მზერით და ურვის ჩენით?
„უსმინე, ღმერთო!“-ხმობს ხევისბერი,
„ჩემი ქმენ, ღმერთო!“- მე ვამბობ ჟინით.

„ჩემი ქმენ, ღმერთო!“-მე შევთხოვ უფალს
და მსხვერპლს სისხლიანს იღებს გამჩენი.
მე შენთვის ურვა მსხვერპლივით მღუპავს
და ეგ საკლავიც გულია ჩემი.

რასა სთხოვ უფალს? -
იქნებ ჩემს რაყიფს
ავედრებ გულით მოცახცახეთი?
ეს რომ ვიცოდე, ცერბერის ყეფით
„წყეულიმც იყავ!“ - მოგაძახებდი.

ხუცესი შენს თავს ახვეწებს გამჩენს,
ხატის წინ ხალხი დამდგარა ჯგუფად.
მე გულში ეჭვი როგორ არ ჩამრჩეს:
ასე გულდაგულ რასა სთხოვ უფალს?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0