Загрузка...
გაბრიელ ჯაბუშანური - მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა / gabriel jabushanuri - mkhrebze sheisves ghame serebma - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » გაბრიელ ჯაბუშანური - მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა / gabriel jabushanuri - mkhrebze sheisves ghame serebma


10:08 AM
გაბრიელ ჯაბუშანური - მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა / gabriel jabushanuri - mkhrebze sheisves ghame serebma


მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ამ გულშიც ამის შავობს შენობა,
მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება
შენზე წუხილი და უშენობა...

აი, ვბერდები, ამიღარია
შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით,
ვბერდები... მაგრამ თან მიხარია,
რომ მრჩება გული ახალგაზრდული!

რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი
ეგ შენი სახე, ღიმილისმჩენი,
რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი,
ისე მაცვია სიშორე შენი...

ო, მიხარია: როგორც მინდია,
რომ მე წმინდა ვარ, ოცნებით მქროლი,
რომ ჩემი გრძნობაც ისე წმინდაა,
როგორც ქარაფში ჩანჩქერის თქორი!

მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა,
ჩემშიც კაეშნის შავობს შენობა,
მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება
შენთვის წუხილი და უშენობა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0