მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » გაბრიელ ჯაბუშანური - მშვიდობით! / gabriel jabushanuri - mshvidobit!
10:08 AM გაბრიელ ჯაბუშანური - მშვიდობით! / gabriel jabushanuri - mshvidobit!
მშვიდობით! მივალ, დე, არხოტს აჩნდეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი; მწამს თავს გაიტანს და გამომაჩენს ფხა ვაჟკაცური და სწრაფვა სწორი!
დაიქცნენ ძველი ბურჯების ბჭენი, ბინდი არ ბოჭავს გულს მარწუხივით; გამყვება ქალაქს ტრფიალი შენი და დედაჩემის ჩემზე წუხილი!..
შევხვდები ბარში ვაჟკაცებს ნარჩევს, მოვალ და ნათელს მოვიტან შორით. მშვიდობით, ქალავ! - დე, არხოტს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1257 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, xelovneba, leqsi, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|