Загрузка...
გაბრიელ ჯაბუშანური - მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა / gabriel jabushanuri - me shenma eshkhma adrev damshala - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » გაბრიელ ჯაბუშანური - მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა / gabriel jabushanuri - me shenma eshkhma adrev damshala


10:09 AM
გაბრიელ ჯაბუშანური - მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა / gabriel jabushanuri - me shenma eshkhma adrev damshala


მე შენმა ეშხმა ადრევ დამშალა
ამ თეთრ მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად
ეს მე ვარ: ცაზე ღრუბლის ნაშალი,
მე ვარ: სალი რომ მთაში აწვდილა.

მე ვარ: გორზე რომ ლოცულობს ნისლი,
ღამის სიჩუმე ჩემი ფიქრია,
წყაროა ჩემი ცრემლი და სისხლი,
თმა არის, კლდეს რომ ქუჩი მიჰკვრია.

ჩემი გულია ქვაი, ფიქალი
მტების უბეში დაბორკებული,
ჩემი ლექსია მთების გრიგალი,
შენი სურვილით აბორკებული.

მე მთის სული ვარ, ყოვლის მცნობელი
გეძახი გულით, განა გესლითა.
რა ბრმა ხარ, რა ყრუ, რა უგრძნობელი,
ვერ მხედავ, ვერ მცნობ, არა გესმის რა

მე შენთვის სევდამ ესდენ დამავსო,
რიღლოს მთებს შემრთო ნაწილ-ნაწილად,
გამიგე, მიგრძნე, მზექალ ლამაზო,
ისევ მაქციე სოფლელ ყმაწვილად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1269 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, khelovneba, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0