Загрузка...
ნიკო სამადაშვილი - ბინდი / niko samadashvili - bidi - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ნიკო სამადაშვილი - ბინდი / niko samadashvili - bidi


1:43 PM
ნიკო სამადაშვილი - ბინდი / niko samadashvili - bidi


სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი,
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,
რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,
ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!

ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...
ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა,
ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...

დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...
საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1118 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0