მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ნიკო სამადაშვილი - გიშერი / niko samadashvili - gisheri
1:43 PM ნიკო სამადაშვილი - გიშერი / niko samadashvili - gisheri
გამოხვალ გარეთ, გახედავ შარას, ქარში ეგდება ღრუბლების ღერი, შეიშრიალებს შენს წამწამებთან ჩემი ცრემლები, შენი გიშერი.
მკერდის უბეში ჩაიკრავ ჩუმად თალხი სიზმრების დაყრილ ბარათებს. ფერად ხსოვნებით გაავსებ უცბად, ლურჯი იებით დაწნულ კალათებს.
განცდების ფიფქი და გაოგნება დაღუპულ დღეებს სადღაც ასხია. შენი გიშერი საფლავს მაგონებს, მანდ კულულების სითბო მარხია.
შენ რომ თელავდი ღამეებს თეთრად, ღია ფანჯრების დაკარგულ ალერსს, ეზოში შენზე მღეროდა თელა, ჩაძირულ ჩრდილებს და სივალალეს.
თვალებმა ალბად დიდხანს ილოცეს, რადგან სახეზე კრთის კანდლის შუქი, ამაღამ ალბად ნიკოც ილოთებს, კარებს შემოგლეჯს, როგორც ქარბუქი.
გამოხვალ გარეთ, გაყვები შარას, დაღუპულ პოეტს რაღაც მიშველი, ფანჯრებთან ნუში ხომ იშრიალებს, - ჩემი ცრემლები, შენი გიშერი.
იანვარი, 1938 წ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1246 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|