Загрузка...
ნიკო სამადაშვილი - დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ! / niko samadashvili - dido poeto, iveriis dido geniav! - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ნიკო სამადაშვილი - დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ! / niko samadashvili - dido poeto, iveriis dido geniav!


1:46 PM
ნიკო სამადაშვილი - დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ! / niko samadashvili - dido poeto, iveriis dido geniav!


ნიკოლოზ ბარათაშვილს

დიდო პოეტო, ივერიის დიდო გენიავ!
როგორ გსუსხავდა წარსულ დროთა ყინვა და თოში,
როცა მთაწმინდას ვუმზერ ხოლმე, ასე მგონია:
შენი ძეგლია აღმართული საქართველოში.

როცა გავცქერი მტკვრის ტალღების შეწყობილ დენას,
ვფიქრობ, ჟამს მოაქვს შენი მწველი ხელთნაწერები.
ასი წლის წინათ არ იცოდა მოხუცმა დედამ,
თუ სამშობლოში იხარებდნენ შთენილი ძვლები.

ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას,
რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით,
ირმის ნახტომი გაბნეული ღამის ნისლებზე,
თითქოს ბუღია ავარდნილი ღამის ჭენებით.

შენი ხსენება ყველა კაცის გულს დაერევა,
უკვდავებისკენ გაფრენილო ბედნიერებავ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1073 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0