მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ნიკო სამადაშვილი - ელდა / niko samadashvili - elda
1:47 PM ნიკო სამადაშვილი - ელდა / niko samadashvili - elda
როგორ მინდოდა ალერსის ნამი, ო, ისე როგორც უყვართ ყვავილებს, როგორ მწყუროდა, რომ ერთხელ მაინც შენც ჩახვეოდი ჩემ სიყმაწვილეს.
შენ მიყურებდი ქეშად, უნდობლად, მეწოდა გული ცეცხლით, ვარამით, ბედს ფანჯრის შუქიც აღარ უნდოდა! სულ არაფერი, სულ აღარავინ!
ილაჯგაწყვეტილ სიცოცხლეს განა კიდევ შეეძლო ვინმესთან მისვლა? შენ ჩემი ცრემლი არ დაგენანა, ცრემლი შენს ახლოს დამდგარა ნისლით.
დასწყავლოს ღმერთმა, ღამე გრძელი! იქ მაინც ღვიძავთ ჯიღა ნაპრალებს! შენ ჩემ ლექსებში შიში იგრძენი, შიში, რომელიც ღუპავდა თვალებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1116 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|