Загрузка...
ნიკო სამადაშვილი - თელა და ჩიტი / niko samadashvili - tela da chiti - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ნიკო სამადაშვილი - თელა და ჩიტი / niko samadashvili - tela da chiti


1:48 PM
ნიკო სამადაშვილი - თელა და ჩიტი / niko samadashvili - tela da chiti


...ჰო, იჭიკჭიკე, ჩემო ბეღურავ,
თელას ფოთლები რას დაგიშლიან,
მე ყველამ კარი გამომიხურა,
იცი, ნუგეში როგორა მშიან?..

ბედი გქონია, რომ ჩიტად გაჩნდი,
ალიონს უსწრებ, თეთრად ინთები,
მე კი ცხოვრებით გაჩანაგებულს
ქარის ყვირილზე მტკივა ფილტვები.

რომ აფრინდები, თანატოლს ეძებ,
ეძებ და გიცემს გული ალალი,
მე კი სიცოცხლე-ჩაძმარებული
ბნელ ფიქრებს ვმწყემსავ ჭმუნვის სარქალი.

ჟღურტულებ, მღერი, ამოყრილ რტოებს
ეხვევი, როგორც ჩუქურთმებს, სიზმარს,
მე მყუდროებაც დამანატრულეს,
ბოლო მომიღეს ჰანგებით მდიდარს.

ნეტავ იცოდე კითხვა ჩიტუნავ,
წაიკითხავდი სისხლებით ნაწერს,
ყურს მიაპყრობდი ვარდების ტუტუნს,
შემიბრალებდი სახრე გადაწნულს.

მე ლექსებს ვწერდი ქართა ყაყანზედ,
ეს იყო ჩემი ძუძუ და ხსენი,
მაგრამ, ამ პირქუშ კაცთ სამყაროდან
თავი ვერაფრით ვერ დავიხსენი.

ჯერ კიდევ, თითქმის დედიშობილას,
ტყის ქარიშხლები მაცვამდნენ შავებს,
ეხლაც არ ვიცი, ჩემი სამშობლო
რას მერჩის, ნეტავ რა დავუშავე?!

ნეტავ შენს ფრთებქვეშ გავჩენილიყავ,
მეც მასწავლიდი ცისგასწვრივ ფრენას,
ხან შემზარავდა მამლის ყივილი,
ხან შენს მკერდიდან მოვწოვდი ლხენას.

იღბალი იქაც მიღალატებდა,
მომეწეოდა ჯანღი ტიალი,
გადამისვრიდნენ ქარაფ ფლატედან,
დამეცემოდა ღრუბლის წინწკალი.

ასე მეწერა ალბად მე ცოდვილს -
მარადისობის კოშკების პატრონს,
და როცა, ჩემო, ერთ სისხამ დილით
გულღვიძლი ხანჯლით ამომიფატრონ,

მოდი, იქ, სადაც ჩამფლავენ, ჩიტო,
არ შედრკე, ძეგლი დაკრიჭავს კბილებს.
მიუალერსე, ნუკი იტირებ,
შენი ნისკარტით დარგულ ყვავილებს.

15 თიბათვე, 57 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1178 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი ლექსები პოეზია, leqsebi, leksi, leqsi, xelovneba, შემოქმედება ხელოვნება, leksebi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0