Загрузка...
ჯარჯი ფხოველი - ის მიდიოდა... / jarji fkhoveli - is midioda... - 8 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-04-23, 10:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 8 » ჯარჯი ფხოველი - ის მიდიოდა... / jarji fkhoveli - is midioda...


10:14 PM
ჯარჯი ფხოველი - ის მიდიოდა... / jarji fkhoveli - is midioda...


ის მიდიოდა და ტიტველ ქუჩას

გულზე თავის ჩრდილს აფარებდა...

და კაცების ხარბი თვალები

კვალზე მისდევდენ და კორტნიდენ იმის მშვენებას

მშიერ ყორნების ნისკარტებივით...

მიდიოდა, როგორც დილა გაზაფხულისა,

გულში რომ იკრავს

სიზმრებიდან გამოქცეულ ადამიანებს,

ერთურთს დილის არაყივით რომ უწვდიან

სანდო სიტყვებს მისალმებისა...

ის მიდიოდა და გაშლილი თმებით ფარავდა

კაცების დაღლილ და ტიტველ გულებს,

რომლებზეც ომში დალეწილი ხმლები იყო

ამოტვიფრული

და ზედ მოჭრილი მტრის მკლავები

სისხლით ეხატა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1276 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0