Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ქართველო / lasha bibichadze - qartvelo - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - ქართველო / lasha bibichadze - qartvelo


10:23 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ქართველო / lasha bibichadze - qartvelo


ძველ სახლში დადიან ჩრდილები,
ჭიშკარზე ჟანგი აქვს მისამართს,
სხეულში ძარღვები წვრილდება,
–საიდან მოვედით? ვინავართ?
ქვეყანა გავიდა ქვეყნიდან,
სიჩუმე ტრამალებს მიათრევს,
ნუგეშსაც ვერავის ეტყვი და
ზურგში თუ დაუშენ სიმართლეს.
ქუჩაა სისხლებით მორწყული,
ჰაერში მეტია ოქსიდი,
ქართველო, ერთხელაც მომწყურდი!
ქართველო, ერთხელაც მომშივდი!
ეზოში ბარდები მეტია,
ვენახში ყურძენი ნაკლებად
და ვიღაც ოცდაათცენტიანს
მიყიდა სამშობლო მაკლერმა.
გაძვირდა სიტყვა და ნამუსი,
ნიღბები ისედაც გვაჩუქეს,
მაჯებით მიგვლურსმნეს და ვუცდით,
როდის დაგვიშენენ ჩაქუჩებს.
ღამდება სინათლის იმედით,
თენდება, არაა სინათლე,
კაცობა იცვლება სიდედლით,
დედლები სუფრაზე მიაკლეს.
რად გვინდა გვარი და სახელი,
როდესაც ეშმაკთან დავზავდით,
როდესაც მიწაა –ნაკელი
და ჯიშში ვამრავლებთ პარაზიტს.
უფალი ჩამოვსვით მაღლიდან,
რწმენაა მეორე ხარისხი,
სახეზე გვატყვია დაღი და
სულიდან ტალახებს გავისვრით.
იწვება ტაძარი სრულებით,
გარშემო განგაშის ლენტია,
მთავრდება ხცოვრების თხზულება,
და ვითვლით გზას მრავალწერტილად.
ძველ სახლში დადიან ჩრდილები,
ჭიშკარზე ჟანგი აქვს მისამართს,
სხეულში ძარღვები წვრილდება,
–საიდან მოვედით? ვინავართ?
ქუჩაა სისხლებით მორწყული,
ჰაერში მეტია ოქსიდი,
ქართველო, ერთხელაც მომწყურდი!
ქართველო, ერთხელაც მომშივდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0