Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ა რ ტ ი ს ტ ი / lasha bibichadze - a r t i s t i - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - ა რ ტ ი ს ტ ი / lasha bibichadze - a r t i s t i


10:24 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ა რ ტ ი ს ტ ი / lasha bibichadze - a r t i s t i


როლიდან როლამდე ბერდება დღეები არტისტის,
იდუმალ ქაოსში ირევა მტვერი და სიტყვები,
მურტალო მოკვდება თუ ინგა მერვედაც გაისვრის,
ჯარისკაცს სცენარით მარხავენ უცრემლო ბრიყვები.

როლიდან როლამდე თამაშობს სიცრუის სესიას,
სცენას და სამყაროს მიჯნავენ ფარდები სინდისის,
არტისტი გაურბის კაუჭებს, იღბლის ანკესისას
და მაინც იქნება თევზივით ჩაყლაპოს, ვინ იცის...

მანამდე ზეპირად შეჩვეულ ნაბიჯებს მიყვება,
თეატრი –სახლი და სახლი და თეატრი, გათელა
ბილიკი, რომელიც ამ კაცზე არაფერს გვიყვება,
ბილიკი, რომელიც გამხდარა მუნჯი აკაპელა.

ღამეა. წარსული თითებში თოვლივით უდნება,
ყვირილით უნდა რომ სიჩუმე დუელში დახვრიტოს,
ბარბაცით ჩაუვლის ურდულით დაკეტილ დუქნებს და
მიწაზე მიათრევს სიძველით დახეულ მანტიას.

ლოთია, ლოთობაც უხდება ხანდახან ხელოვანს,
ხანდახან დღეებსაც ჭირდება მორფინის გაჩხერა,
რადგანაც მოექცა სიაში პირველი ბოლოდან,
რადგანაც ბრძოლაში ხანდახან რაინდიც მარცხდება.

სპექტაკლი იწყება. დარბაზში პუბლიკა ნაჩვევი.
სარკესთან ათასი როლი და ნიღაბი უყრია,
თეატრის გარეთ ხომ მსახიობს ვერასდროს ამჩნევენ,
შიგნით კი სიცრუეს კოცნიან და თავებს უხრიან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1275 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0