Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ელეგია / lasha bibichadze - elegia - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - ელეგია / lasha bibichadze - elegia


10:24 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ელეგია / lasha bibichadze - elegia


მორყეულ კიბის მოაჯირებს ნელა ჩაყვები,
რომ სადმე გაქრე, განდეგილის ბინა დაიდო,
რადგან გდევიან, რადგან ძულხარ, რადგან სახლებში
ტრანსლაციაა ჯოჯოხეთის უფრო 3D,
რადგან წიგნები კარადის ქვეშ უფრო მომრავლდა,
რადგან ნივთებით იკავებენ წონასწორობას,
ქრისტეს აღდგომა ეშინოდათ შენთან ომამდე
და ომის მერე პილატესთან ერთად ცხოვრობენ.
სისხლი გაუშრათ და ნუგეშად ყლაპავენ ზონდებს,
ჯიბით შპრიცი და ხელებით დააქვთ ტაბლეტი,
ვინ მოათრია ეს ამდენი ჯეიმსი, ბონდი,
იქმნიან იმიჯს და მოგვანან აგურ ვალეტებს.
რადგან მიდიხარ, მოასწარი, გზები ვიწროა,
ამდენ ღრიჭოდან გაქცეული მთვარის შუქს უფრთხი,
დატოვე ეზო, აბლაბუდით სავსე ფიცრული,
რადგან გარშემო ვერ გცნობენ და ჩაგაგდეს ფურთხის
ღირსადაც კი, არ შეშინდე მხრებში გასწორდი,
ვინც რას დათესავს ბოლოს მაინც იმას იმკიან,
ჰარამხანებში თვრებიან და ძუძუს აწოვებს
ამ დროს კიბის ქვეშ მათი ცოლი ვიღაც ღიპიან,
ჩასუქებულ და ოფლის სუნად სავსე ბიძიას,
პირზე აკრული სტატუსია მათთვის ი ღალატი,
ქვეყნის სათბურში ამოსულა ყველა ქინძი და
რომ არ დაგრილოთ იფარებენ ვარდის ხალათებს.
რომ არ მოშივდეთ მიირთმევენ თავის განავალს,
ჰაერს სუნთქავენ პირის ნაცვლად უფრო ვაგინით,
ნაბიჯს გითვლიან, უკან დაგდევს მათი განაბი,
შენ კი სიტყვებით ვერ ამბობ და გულში აგინებ
დამპალ ცხოვრებას, საშინელთან უფრო იდენტურს,
ყელში რომ გიჭერს აყროლებულ სივრცის მარყუჟი,
ვეღარ გაიგე ნესტოებში კვლავ ძმარს იდენ თუ,
სისხლი მოგდის და საბოლოოდ უნდა გაყუჩდე.
მორყეულ კიბის მოაჯირებს ნელა ჩაყვები,
რომ სადმე გაქრე, განდეგილის ბინა დაიდო,
რადგან გდევიან, რადგან ძულხარ, რადგან სახლებში
ტრანსლაციაა ჯოჯოხეთის უფრო 3D...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1153 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნატო  
0 Spam
... heart

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0