Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ქართულ ანბანს და ქართველობას / lasha bibichadze - qartul anbans da qartvelobas - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - ქართულ ანბანს და ქართველობას / lasha bibichadze - qartul anbans da qartvelobas


10:26 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ქართულ ანბანს და ქართველობას / lasha bibichadze - qartul anbans da qartvelobas


ა–სოებს ვკინძავთ და თითებში სუნთვას ვაშენებთ,
ბ–გერათა რიტმი მელოდიის მოგვდევს ოდითგან,
გ–ულს რომ გახეთქავს, სხეულიდან გამოაჭენებს
დ–ა იქ მიიყვანს, სადაც ღმერთიც ფეხს ვერ მოიდგამს.
ე–ნა, მამული, ისტორია, სარწმუნოება,
ვ–აზიც ყვავის და სამრეკლოებს გააქვთ ზანზარი,
ზ–ეცის ტირილშიც არ ვექეცით წარსულს მონებად,
თ– ავქუდმოგლეჯით გაგვირბოდა გაუმაძღარი
ი– რანელი თუ მეზობელი სისხლის ვამპირი,
კ –აცებს ქუდზე და ანგელოზებს მხრებზე ვითვლიდით,
ლ–ეშად ვაქციეთ უამრავი, ბევრსაც დავპირდით
მ –უსრის გავლებას, წუთისოფლის მწარე სიკვდილით.
ნ–უსხა–ხუცურით თოთოსავით წარმოვთქვით დედა,
ო–რპირ ქარივით შემოგვეჭრა მერე მრგვლოვანი,
პ–ირზე დადგომას ახლა მთავრულს ვინ გაუბედავს,
ჟ–ონავს სიტყვა და ქართველობა ერთსულოვანი.
რ–ა ეროვნება, რა მეჩეთი შეცვლის ორ ზღვაში
ს–უნთქვაშეკრულად მოსეირნე ორფეხა ნაღმებს,
ტ–კივილს საკუთარს რომ მალავენ მკერდში მოხარშვით,
უ–ცხოს სევდას კი თავს აკლავენ კლდეების გაღმა.
ფ–რენის სივრცეებს აქ უფალიც ვერვის უზღუდავს,
ქ–ორივით ჰაერს ეწაფება ხოლმე მგოსნებიც,
ღ–ამე, როდესაც პოეზია ბუზღუნ–ბუზღუნით,
ყ–ველას ზურგს აქცევს და სისხლისფრად შეიმოსება.
შ–იშის ტრფობასაც ფასი აქვს და სიბრძნის სიცრუეს,
ჩ–ვენში ხევისბერს შეუძლია შვილი გაწიროს,
ც–ვრიან ბალახზე წინაპართა ნატვრებს ვისრულებთ,
ძ–ილშიც არ გვძინავს, ვიგეშებით, ჰოდა, აწიც რომ
წ–ინ გავიხედოთ, ნუ დავანგრვთ ენის საძირკველს,
ჭ–აობის წყალი არ დავასხათ თავზე მომავალს,
ხ–ალხის ერთობას ნუ დავარქმევთ ოღონდ საცირკეთს,
ჯ–იშში ჯიხვებზე მონადირე ისევ მოვა და
ჰ–ეის შესძახებს, საქართველოს არ გააციებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1081 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0