Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - ტანგო / lasha bibichadze - tango - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - ტანგო / lasha bibichadze - tango


10:26 AM
ლაშა ბიბიჩაძე - ტანგო / lasha bibichadze - tango


ხეები, წვიმა, ლამპიონის შუქები –გამა,
როგორც შედევრი საუკუნის ფერები, თან გო–
ბელენის ცვარზე გალუმპული ვცეკვავდით გამა–
ლებული, მთვრალი, ვნებიანი სხეულით ტანგოს.
გამვლელი ურმით, მიწა უმი, ხმაური ჩუმი
და ჩვენი სცენა მოქსოვილი ორიოდ ადლი,
მხოლოდ უთქმელად ამტკიცებდა თვალები თუ მიყ–
ვარდი და მხოლოდ თვალებიდან სცვიოდა მადლი–
ერება, გრძნობა, სიყვარული ქუსლებზე მაღალ,
შენი თითები მობჯენილი ჩემს მკერდზე დაშნა,
არ იყო მთვარე, არც მზე იყო, არ იყო დაღლა
იყო ტუჩების სიმხურვალე, კრთომა და გაშმა–
გებული, ცეკვის რიტუალი, სწრაფი და ნელი,
საყელო ღრუბლის, ღრუბლები კი გართხმული ცაზე,
ალერსი სველი, მაინც მწველი, ფოთლები ნედლი
ფრინავდა ქარში და გვავლებდა რკალივით ხაზებს.
ქვაფენილები ჩარეცხილი სხეულით –ნიუ,
ანუ შედევრი ქვესკნელსა და სამოთხეს შორის
და თითქოს ტანი იცლებოდა სულისგან მიუ–
წვდომელი ჰანგით და წვეთების ცივ დომაჟორით.
ხეები, წვიმა, ლამპიონის შუქები– გამა,
როგორც კადრები, შეწყვეტილი და როგორც რენე–
სანსული ტილო, გვახსენდება, წლები კი გავა,
რადგან სცენაზე მზე მოადგა, მერცხლებიც ფრენენ


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1227 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნატო  
0 Spam
ჟრჟოლვაა

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0