Загрузка...
ლაშა ბიბიჩაძე - პირველი თოვლივით / lasha bibichadze - pirveli tovlivit - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლაშა ბიბიჩაძე - პირველი თოვლივით / lasha bibichadze - pirveli tovlivit


10:27 AM
ლაშა ბიბიჩაძე - პირველი თოვლივით / lasha bibichadze - pirveli tovlivit


მე მოვალ როგორც პირველი თოვლი
გაყინულ შუბლზე დავტოვებ ბაგეს,
ჰო, მოვალ როგორც პირველი თოვლი
იცოდე განგებ.
მახსოვს შარშანაც ერთად ვუსმენდით,
ჩიტები როგორ კენკავდნენ ზამთარს
და შენი თმები --შავი ლურსმნები
თითებში დამრჩა.
ჯვრისწერა იყო, ჯვრისწერა ბედის
და ბედისწერა დაერქვა მალე,
როცა ვიდექით ღრუბლების გვერდით
და გულში გმალე.
შენი სუნის და ქარის ნაზავი
მაკანკალებდა სხეულის თრთოლვით,
და საიდუმლო სერობასავით
მოვიდა თოვლიც.
ის დებდა თითქოს ყველგან და არსად ,
თითქოს არავის გააჩნდა რიდი,
მიყუდებული ვიყავით ქარს და
თვალებით მჭრიდი.
და მოვალ ისევ, როგორაც შარშან,
მე, ზამთარი და პირველი თოვა
და შენი თმები, ხელში რომ დამრჩა
სიყვარულს მთხოვენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1086 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0