Загрузка...
ვანო ცინცაძე - კაცი ლეგენდა / vano cincadze - kaci legenda - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ვანო ცინცაძე - კაცი ლეგენდა / vano cincadze - kaci legenda


10:38 AM
ვანო ცინცაძე - კაცი ლეგენდა / vano cincadze - kaci legenda


მოვარდნილია მეწყრად, გრიგალად,
ხან ვულკანს ჰგავს და ხან ჰგავს ნაზ სიოს,
გულის სხივებით გზას რომ გვიკვალავს,
სურს ყველას ტვირთი მხრებით ასწიოს.
მზე ათბობს მისი მუზის ბარაქას,
სხვის ნაკვალევზე არ დადის არსად.
კაცი, რომელიც არავის არ ჰგავს,
ზოგჯერ არა ჰგავს საკუთარ თავსაც.
ბობოქრობს, ღელავს გულის ექსტაზით,
ვერ ეგუება ნიღაბს სრულიად,
სიხარულია თვითონ ეს კაცი,
იგი სიცოცხლის სიხარულია.
ესმის ანბანი მთისა და ბარის
დადის სხვის სულში ოქროს მპოვნელად,
კაცი, რომელიც თვითონვე არის
ცეკვაც, სიმღერაც, ლექსიც, ნოველაც.
ქვეყნად არ დადის ის ალთა-ბალთად,
სულ გულით წერს და სულ გულით მღერის,
ღმერთმა აბერტყა კეთილი კალთა,
უბოძა მუზა ათასი ფერის.
სულში გვიმწვანებს მზიან მაისებს,
როცა მუზებით შეჰკრავს კამარას -
კაცი, რომელიც სხვებს ახალისებს
და თვითონ რჩება დარდის ამარა.
მტერმა ვერსად ვერ წააბარბაცა,
ღიმილით ხვდება კარგსაც და ავსაც.
კაცი, რომელიც არვის არ ბაძავს,
ზოგჯერ არ ბაძავს საკუთარ თავსაც.
უვლის ნოველებს, ლექსს და პოემას,
როგორც სიმინდის ყანას მთოხნელი,
მისი სიცოცხლე არის ბოჰემა,
ცხოვრება ნაღდი ყარაჩოღელის.
აზრს ატორტმანებს, გულს სიქას აცლის,
ცაში მის ფრენას არ უჩანს ბოლო,
მე არ მინახავს ასეთი კაცი
და თუ მინახავს - ზღაპრებში მხოლოდ.
არ ნატრობს კვარცხლბეკს,
ძეგლს და ობელისკს,
ბედნიერია ქართული ჯიშით,
ეს, მას ეკუთვნის ჯილდო ნობელის
და გვარით შესვლა გინესის წიგნში!
მას ვერ მოხიბლავს ტახტი მეფეთა,
ჰგავს ერის ბაღში ჯიშიან ნარგავს...
მაშ, გაიცანით კაცი ლეგენდა, -
კაცი, რომელიც არავის არ ჰგავს!
მოინახულებს ლეკვებს ალგეთთან,
მამულზე ფიქრში უწყდება ქანცი
და დადის ქვეყნად კაცი ლეგენდა, -
ერთი უბრალო ქართველი კაცი.
სტრიქონით გალობს, არც ბულბულია,
არც იადონი, ტოროლა, შაშვი,
იგი სიცოცხლის სიხარულია
ასაკით დიდი, გულით კი ბავშვი.
მისი ხმა გვესმის მთიდან, ბარიდან,
სტრიქონს უმშვენებს სიტკბოც, ნაღველიც...
საქართველოა მისი გვარი და
სიყვარულია მისი სახელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1733 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0