Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - მირჩიე ტიციან / amiran janjghava - mirchie tician - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ამირან ჯანჯღავა - მირჩიე ტიციან / amiran janjghava - mirchie tician


11:40 AM
ამირან ჯანჯღავა - მირჩიე ტიციან / amiran janjghava - mirchie tician
იციან,იციან თვალებმა იციან
გრძნობასაც პირველი თვალები ამხელენ
შენ მაინც მითხარი, მირჩიე ტიციან
სად დავიტიო ეს გრძნობა ამხელა?
ცასავით ფართო და თან უფრო მაღალი.
ასეა ცხოვრება ასეა ეს თურმე
თუ გინდა გულივით სირბილით დამღალე
და მერე მოდი და სიზმრებში მესტუმრე
ბოლოჯერ ვირბინოთ ვერშექმნილ გამზირზე
ფოთლების ტალღებში ვიცეკვოთ ფლამინგო
მინდა რომ ყოველდღე მზესავით გიმზირო
და მუნჯი შვილივით მხოლოდ შენ გამიგო.
იციან რადგანაც მგოსნებმა იციან
რადგანაც გრძნობასაც თვალები ამხელენ
შენ მაინც მითხარი, მირჩიე ტიციან
სად დავიტიო ეს გრძნობა ამხელა?
ცასავით ფართო და თან უფრო მაღალი.

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjgava - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1591 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, a. janjgava, a. janjghava, leqsebi, amiran janjghava, amiran janjgava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები, ა. ჯანჯღავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0