Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ფიფქების სითბო / bacho zaqaidze - fifqebis sitbo - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ბაჩო ზაქაიძე - ფიფქების სითბო / bacho zaqaidze - fifqebis sitbo


12:14 PM
ბაჩო ზაქაიძე - ფიფქების სითბო / bacho zaqaidze - fifqebis sitbo
თოვლის ფიფქები ღრუბლებიდან გამოიპარნენ,
ორნი არიან ერთმანეთი იპოვნეს წუხელ,
ეგ ცივი გული მე გავათბე, მე მოვიპარე
-ამბობს ერთი და კოცნას ცდილობს
– სიყვარულს უმხელს..

მეხის გავარდნა მატულობს და ჭექა-ქუხილი,
მაგრამ ცეკვავენ ამის ხმაზეც, თითქოს, ვალსია.
ქარს გაატანეს ყველა დარდი, ყველა წუხილი,
სწორედ ასეა, როცა უყვართ, სწორედ ასეა.

ფრინავენ თუმცა იციან, რომ დროებითია,
რადგან დაცემა უთუოა, გარდაუვალი.
ცოტა დრო არის, ერთად ყოფნის წამებს ითვლიან,
სიყვარულისთვის მართლაც ღირდა – არ თქვეს უარი.

ერთ ფიფქს მზე ადნობს მეორე კი წყურია ქვიშას,
სიცივე უნდათ მაგრამ სითბო აერთებთ მეტად.

გზაზე ყინავდნენ ერთმანეთს და აძლევდნენ ნიშანს
-სიყვარულს ვგრძნობ და ამაზე მეტს რას ვიგრძნობ ნეტავ?!
შენ ახლა ჩემში შემოსახლდი, სხვა აღარ მიშავრს.
-ასე შეერთდა ორი ფიფქი პატარა წვეთად.

........................................................................

“ფიფქების სითბო” - ერთეულთა წმინდა ბედია.
გარეთ თოვლია, დიდი თოვლი – ღრუბლის ნაფაზი,
თოვლის ფიფქები შეიყუჟნენ ფანჯრის რაფასთან
შეიყუჟნენ და მზის ამოსვლას ელოდებიან.

ბაჩო ზაქაიძე - მეცამეტე თვის პოეტები
bacho zaqaidze - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1639 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, b. zaqaidze, მეცამეტე თვის პოეტები, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0