Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ვადაგასული ღმერთები / bacho zaqaidze - vadagasuli ghmertebi - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ბაჩო ზაქაიძე - ვადაგასული ღმერთები / bacho zaqaidze - vadagasuli ghmertebi


12:20 PM
ბაჩო ზაქაიძე - ვადაგასული ღმერთები / bacho zaqaidze - vadagasuli ghmertebi
პოეტის სული არ ბინადრობს ზეცის სარჩულზე,
პოეტის სული არც მიწაში არ დაეტევა,
თუ კი პოეტი სადმე მიდის უნდა გაჩუმდე,
არაფერი თქვა მის წასვლაზე გადამეტებით,
უნდა გაუშვა და ეძებო წიგნის სარჩევში.

ზოგის ბედია მწვერვალები, ზოგის დაღმართი,
ფრთხილად შეხედე, დააკვირდი წიგნის თაროებს,
როგორ ეტევა “ერთ სართულზე კაცი და ღმერთი. ‘’
თუ ‘’წიგნი კვდება’’ ეს იცოდე, შენვე დამართე,
დამტვერილ მწერლებს და პოეტებს ჟამი გამოლევს
შენი ხელებით, მაშინ, როცა გადადებ გვერდზე.

მაგონებს სულის სასაფლაოს ბიბლიოთეკა,
წიგნების ფორმის კუბოებში სიახლეს ვეძებ,
ძნელზე ძნელია მათ წინაშე ხიბლი მოთოკო,
თითქოს სამყაროს ათასგვარი სახით მანახებს,

და რომ ვკითხულობ "ვადაგასულ ღმერთების ბედზე",
ჩემს ღმერთში ვხედავ "სხვა ღმერთების სულის ნამარხებს."

ბაჩო ზაქაიძე - მეცამეტე თვის პოეტები
bacho zaqaidze - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1316 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, b. zaqaidze, მეცამეტე თვის პოეტები, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0