Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - შავი პერანგი / bacho zaqaidze - shavi perangi - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ბაჩო ზაქაიძე - შავი პერანგი / bacho zaqaidze - shavi perangi


12:22 PM
ბაჩო ზაქაიძე - შავი პერანგი / bacho zaqaidze - shavi perangi
შავი პერანგი შეიხსენი ბოლო ღილამდე,
შენი სიშიშვლე მიაბარე უბრალო გამვლელს,
ერთი ან ორი ან იქნებ და სამიც - დილამდე...
ოჰ ამ ქუჩაზე, ამ ბნელ ჩიხში გამვლელს რა დალევს...

იძახი ასე - "ჩემო მეფევ, ჩემო ფარაონ..."
ასე გრძელდება საათობით ხანაც ცოტახანს,
შენი სხეული არის უფრო სამასხარაო
მანამდე, სანამ ის გამვლელი სხვა ქალს მონახავს.

ცრემლით ასრულებ ძილისწინა ფიქრის ანარეკლს,
თვლი, რომ სამყარომ გაგიმეტა, ან რაღაც მსგავსი,
ფიქრობ, იესო შენს სხეულში ჯვარზე გააკრეს
და შენ არავინ გფარველობდა "ტალახით გასვრილს..."

შავი პერანგი შეიხსენი ბოლო ღილამდე,
როგორც ყოველთვის ამ ღამესაც სამოსს იხდი და
ერთი ან ორი ან იქნებ და სამიც - დილამდე...
გამვლელებს უცქერ ქუჩის ბოლოს ბნელი ჩიხიდან...

02.11.2014
ბაჩო ზაქაიძე - მეცამეტე თვის პოეტები
bacho zaqaidze - mecamete tvis poetebi


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1202 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, b. zaqaidze, მეცამეტე თვის პოეტები, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0