Загрузка...
ლელა მგელაძე - უდაბნოს ტყვეები (მცირედ პოლიტიკური) / lela mgeladze - udabnos tkveebi (mcired politikuri) - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » ლელა მგელაძე - უდაბნოს ტყვეები (მცირედ პოლიტიკური) / lela mgeladze - udabnos tkveebi (mcired politikuri)


4:24 PM
ლელა მგელაძე - უდაბნოს ტყვეები (მცირედ პოლიტიკური) / lela mgeladze - udabnos tkveebi (mcired politikuri)


ზღვა არ ვიყავით, არა კოვზით, გვსვამდნენ ჯამებით,
პეშვიღა დავრჩით, შეუკვრელი და დამცრობილი.
ჩვენ მონობიდან უდაბნოში გამოვიქეცით
და იქვე ჩავრჩით, სისხლნაკლულნი,
სენით პყრობილნი.
რადგან ძნელსავალ დიუნებზე ოფლით დანამვას
ზოგს უცხო მიწა გვირჩევნია, ზოგს კი ლოდინი,
როდის დაფარავს ქვიშიან ველს ციდან მანანა,
ან დიდ ჯიბეში მოგვაყუჩებს ყალბი მეგზური,
ბაალის მსგავსად სათაყვანო,
კერპად ქცეული.
ვართ სუყველანი გულმხურვალე მამულიშვილნი
ვიდრე ვალმოხდის ბეწვისხიდზე შეგვსვამს განგება,
გვერდით კი გზები, გამდიდრების გადაგვეშლება...
ჩვენ კი ვილევით - წვრილი ერი
და ვიწრიტებით
და ვიკვებებით ქარისაგან ნაქსოვ იმედით -
პანდორას მზითვში რაც ფსკერიდან ბოლო ისწრაფვის.
თუმც ამ ქსოვილშიც გამოკრთება ხილული ძაფი:
ორმოცწლიანი კარანტინი ჯერ არ გასულა,
რომ სისხლმა სძლიოს ნარჩენები, მონური, სრულად
და დაიმკვიდროს თავისუფლად შობილმა სულმა
აღქმული მიწა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1025 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0