Загрузка...
როინ აბუსელიძე - "მთვარის მოტაცების" - მოტივზე / roin abuselidze - "mtvaris motacebis" motivze - 10 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 10 » როინ აბუსელიძე - "მთვარის მოტაცების" - მოტივზე / roin abuselidze - "mtvaris motacebis" motivze


5:02 PM
როინ აბუსელიძე - "მთვარის მოტაცების" - მოტივზე / roin abuselidze - "mtvaris motacebis" motivze
(ვუძღვნი ნიკა მალაზონიას და ირაკლი სირაბიძეს)

"და თოვლს უნდოდა კიდემდის აევსო ქვეყანა"
და გულს ტკივილის ფსკერამდე დაყვანა უნდოდა,
და მაშინ დაიწყო ჩვენი სამუდამო ამბავი,
როდესაც დასრულდა ხანგრძლივი ამბავი უნდოთა.
საოცრად სცოდნია შეჩვევა წიგნებში ცხოვრებას,
იმ დღესაც წიგნებში დარჩენის წყურვილი მოგვშივდა,
რა ვქნა, ვერ ვივარგეთ იესოს გამოცდილ მსტოვრებად,
მაგრამ ხომ ვგზავნიდით ბარათებს და მახვშის კოშკიდან -
გვინდოდა იმ სიზმრებს, გვინდოდა იმ დღეებს ეთოვათ,
იქედან ვხედავდით უფალს და ყველაზე მაღალ ჯვარს,
იმ დროში ცხოვრებაც გვინდოდა თუმცა კი ბედოვლათ
პულტების ხანაში მოგვიხდა სიცოცხლის დახარჯვა.
ვუცქერდით თუ როგორ მირბოდნენ უნდონი ნიღაბთან,
ვუცქერდით თუ როგორ მღეროდნენ შემთვრალი მგოსნები,
ამღვრეულ აწმყოში სამივეს გულწრფელად გვიყვარდა,
თუმც თავს გვახსენებდა წარსული და ელლენ რონსერი
და მაშინ დაიწყო ჩვენი სამუდამო ამბავი
და ცაზე მთვარე და სამიოდ ვარსკვლავი ეყარა
და მახვშის კოშკიდან წერილებს წვიმები ლამბავდნენ,
თუმცა თოვლს უნდოდა კიდემდის აევსო ქვეყანა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0