Загрузка...
ოთარ რურუა - გოგოვ ალვისტანიანო... / otar rurua - gogov alvistaniano - 11 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 11 » ოთარ რურუა - გოგოვ ალვისტანიანო... / otar rurua - gogov alvistaniano


9:07 AM
ოთარ რურუა - გოგოვ ალვისტანიანო... / otar rurua - gogov alvistaniano


გოგოვ ალვისტანიანო -
ქართულების მოცეკვავევ,
მიჩქარდება გულისცემა
როცა ვხედავ გაშლილ მკლავებს.
დაგილოცავ დედის ძუძუს,
თუმც გადიან სწრაფად წლები,
სიზმრად ვკოცნი მაგ თბილ ხელებს,
ბაგეს ვახებ მოწიწებით.
როცა გხედავ გაღიმებულს
მიამდება ტკივილები,
ვიდრე გვყავხარ, კეთილ ბიჭებს
არ მოგვაკლო ღიმილები.
ჩვენს საკუთარ სამშობლოში
მსურს იხარო როგორც ვაზმა,
ირმებივით მოწყურებულთ
გვასვი შენი აიაზმა.
გოგოვ ალვისტანიანო -
ქართულების მოცეკვავევ,
ვერაფერი შეედრება
საცეკვაოდ გაშლილ მკლავებს.
ვიდრე მკერდში გული გიცემს
მსურს გწყალობდეს დედა ღვთისა,
რომ ვხედავდეთ ვარსკვლავივით
ციმციმს ემაგ თვალებისა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0