Загрузка...
ლიკა მელთაური - მომეცი ძალა აღსარების / lika meltauri - momeci dzala aghsarebis - 11 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 11 » ლიკა მელთაური - მომეცი ძალა აღსარების / lika meltauri - momeci dzala aghsarebis


9:15 AM
ლიკა მელთაური - მომეცი ძალა აღსარების / lika meltauri - momeci dzala aghsarebis


მომეცი ძალა აღსარების
ღმერთო, ბოლომდე,
განდევნე ჩემგან სიყალბე და
განდევნე რისხვა,
მომეცი ძალა დავამარცხო
სევდა თან რომ მდევს,
მომეცი ძალა
მყავდეს ძმა და
მიყვარდეს ის სხვაც...
ბევრჯერ დავეცი
და ვდგებოდი,
როგორც შემეძლო
მაპატიე,რომ წესებს მუდამ
მე თვითონ ვადგენ,
ბევრჯერ დავეცი და სინანულს
თუ მაინც ვერ ვგრძნობ
მომეცი ძალა შენთან ყოფნის,
რომ ფეხზე დავდგე.
მინდა რომ შევძლო
სიყვარული,
როგორაც უწინ,
როგორ გეურჩე!
მაგრამ შენ ხომ
ვერასდროს ვერ გთმობ,
რა ამაოა ყოველი დღის
ეს ფაცი-ფუცი
კვლავ შენთან ყოფნის
სიხარული
მომეცი ღმერთო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0