Загрузка...
მაია დიაკონიძე - ბედნიერი ვარ?! / maia diakonidze - bednieri var?! - 11 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 11 » მაია დიაკონიძე - ბედნიერი ვარ?! / maia diakonidze - bednieri var?!


6:06 PM
მაია დიაკონიძე - ბედნიერი ვარ?! / maia diakonidze - bednieri var?!


გაძვალტყავებულ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი,
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ,
გახსნია ჩვენს მიწას წყლულები,
უბედო ერი ვართ!
სიტყვების რახუნით ჰგონიათ
აშენდა ვარძია, შატბერდი,
ჩვენ კი ამ ომებში, ბრძოლებში,
თამაშში უაზროდ დავბერდით!
მეგონა სიკეთე ყოველთვის
ამარცხებს ბოროტს და
არც ესე ყოფილა,
ჭკვიანებს არ სწყალობს
ხელმრუდი ეპოქა,
ფლიდს ინდობს მხოლოდ-ღა!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონიათ,
რომ ბედნიერი ვარ?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1243 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0