Загрузка...
მაია დიაკონიძე - გულს ათასი დარდი გვიკლავს / maia diakonidze - guls atasi dardi gviklavs - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - გულს ათასი დარდი გვიკლავს / maia diakonidze - guls atasi dardi gviklavs


11:21 AM
მაია დიაკონიძე - გულს ათასი დარდი გვიკლავს / maia diakonidze - guls atasi dardi gviklavs


გულს ათასი დარდი გვიკლავს,
საშველი კი არა ჩანს,
იმედები გაგვიცრუვდა,
პატივს ვცემდით ალიანსს.
ეს მთავრობა რას გვიპირებს,
რეიდებით შევიტყვეთ,
საბჭოეთის დროშებს ვხედავთ,
კომუნიზმის ნაპირებს.
სადღა არის ძიძიგური,
სადღა არის გუბაზი,
ეკას გული გახდომია
სათუთი და გულნაზი.
მავანთ "შკოდა" არ მოსწონდათ,
"ჰიუნდაებზე" გადასხდნენ,
"ჯიპ"-კარეტით ატარებენ
დიდებსა და პატარებს.
როგორც ვხედავ მეცნიერი
ისევ არსად არ უნდათ,
ქვეყნის საჭე ჩაიბარეს,
მართვას ჭკუა არ უნდა?!
მოიარეს საფრანგეთი,
იტალია, შვედეთი,
რუჯი კარგი მიუღიათ
ვიღას ახსოვს ჰერეთი.
საჩუქრებიც მოგვიმზადეს,
გული არვის დაგვწყვიტეს,
სკოლის წიგნებს გვირიგებენ,
გვპირდებოდნენ აისებს,
ხმა ჩაიგდო მასმედიამ,
კრიტიკაც ხომ არსად ჩანს,
თითქოს უკვე კომუნიზმში
შევდგით ფეხი ალალად.
გაგვითხოვდა დეპუტატთა
ერთი მცირე ნაწილი,
ქვეყანაზე ფიქრით ალბათ
ნამეტნავად დაღლილი.
ნათესაურ კავშირებით
ხომ შეავსეს შტატები,
ინტელექტს და პროფესიას
არ სჭირდება პატივი.
"ნაცებს" რაღაც დრო დასჭირდათ
ამ ზომამდე მისვლისთვის,
ამათ უცებ დაამყარეს
სათავისო წესრიგი.
ჩამკვდარია, თითქოს სძინავს,
ეს ცხოვრება ფერადი,
ჩვენთვის არის ნაცრისფერი,
შემოგვაცვდა პერანგი.
მიწა თავზე დაგვაფხრიწეს,
ნაწილ- ნაწილ გვართმევენ,
მალე თბილისამდე მოვლენ,
თუ კი ნებას აძლევენ.
ისევ ისე ჭრიან ტყეებს,
ისევ ღამე არ გვძინავს,
ტყავგამძვრალი ქართველობა
ბანკის ვალებს აიტანს?!
გული მტკივა,საქართველო
ხელთვალშუა ილევა,
რა პასუხი უნდა გავცეთ
ან ჩვენ, ანდა შვილებმა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0