| მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - მთვარე დაკიდულა ყანების დარაჯად / maia diakonidze - mtvare dakidula kanebis darajad 
 
 
 
| 11:25 AM  მაია დიაკონიძე - მთვარე დაკიდულა ყანების დარაჯად / maia diakonidze - mtvare dakidula kanebis darajad
 
 | მთვარე დაკიდულა ყანების დარაჯად, ვერხვების კენწეროს პეპლებად ედება,
 ჩრდილებში ლანდები მეჩვენა წარსულის,
 ბებოს ჭრელ თავსაფარს ვიტოვებ ფერებად.
 მიწიდან სიცივეს შეიგრძნობს სხეული,
 ფოთლების საბანი მას ვეღარ გაათბობს,
 თოვლს ელის ქვეყანა, მე არ მეჩქარება,
 სიმინდის მოსავალს ყანებში ვდარაჯობ.
 საზრდელი კაცისა შრიალებს ნიავზე,
 ჩემს გულს რომ სალბუნად, მალამოდ ედება,
 წინაპრის მიწაზე აყრილი ტოტებით,
 დაკოჟრილ ხელებით ბაბუ მეფერება.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1037 |
დაამატა: InterestingSite
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 
 
 
 |