Загрузка...
მაია დიაკონიძე - აღარ გსურს ძილი / maia diakonidze - aghar gsurs dzili - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - აღარ გსურს ძილი / maia diakonidze - aghar gsurs dzili


11:28 AM
მაია დიაკონიძე - აღარ გსურს ძილი / maia diakonidze - aghar gsurs dzili


მაგ ცხელ სხეულში ჩაიფსკვნება ლურჯი ვენები,
ტკივილიც თითქოს რიტმულია დიდი ხანია,
იძინებ, დგები, არ გეშვება, აღარ გპატიობს,
იმასაც ნანობ, ცხოვრებაში რაც გაპატია.
მთვარეს შეჰყურებ, როგორც მცურავს, შხამს ანთხევს მხოლოდ,
წვეთ-წვეთობით რომ შედის სისხლში, გიბინდავს თვალებს,
აღარ გსურს ძილი, გირჩევნია ტკივილით მოკვდე,
ჩამოიშორო ის ლაქები, ჭუჭყად რომ გადევს.
ადნები საწოლს, იღვენთები როგორც სანთელი,
არ გიყუჩდება სიზმარშიაც, გღალატობს გონი,
ასობით კითხვას დაუსმელსა და დასმულს ხშირად,
ლურსმნებივით რომ ჩაგრჭობია და ტვინს გიხვრიტავს,
ეჯაჯგურები, ხორცს აყოლებ, ხანდახან სულსაც,
ქანცგაწყვეტილი დაიძრობ და გაჰყვები ნაპირს,
რომელსაც ალბათ არ მიჰყავხარ, ვგონებ, არსაით,
თუმცა ხომ ცდილობ და იმედიც თანა გდევს მაინც.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0