Загрузка...
მაია დიაკონიძე - ჩვენს დიდ მამას / maia diakonidze - chvens did mamas - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - ჩვენს დიდ მამას / maia diakonidze - chvens did mamas


11:30 AM
მაია დიაკონიძე - ჩვენს დიდ მამას / maia diakonidze - chvens did mamas


დაიჩოქე საქართველო, მამა მოდის,
შემოაცვდა ანაფორის კალთას ლხენა,
ჭმუნავს გული, სულს ატყვია ნატყვიარი,
ფეხქვეშ მიწა იისფერი კადრით ქრება.
სიონიდან მოტირალი ისმის ზარი,
ღვთის დედაა, სევდიანი, აფრქვევს ცრემლებს,
მძლავრობს მტერი, ერი ისევ იტანჯება,
გმირებს პატივს იმქვეყანად მიაგებენ.
დაუნგრიეს ჩვენს ერდოზე მერცხლებს ბუდე,
რომ მოფრინდნენ, მერე საით გაეშურონ?!
ბრძენი კაცი ათასობით ბარტყს აპურებს,
კვლავ მოიწვევს მშენებელს და კირითხუროს.
გასწით მთები, ერის მამა მობრძანდება,
მზემ ცხრა ფეხი აიკრიფა, მორცხვობს ძლიერ,
ბნელი ღამეც ოდესმე ხომ გათენდება,
ჩვენს სახლებში რწმენის ხატი გააბრწყინებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1026 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0