Загрузка...
მაია დიაკონიძე - თეთრი ვარდი / maia diakonidze - tetri vardi - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - თეთრი ვარდი / maia diakonidze - tetri vardi


11:31 AM
მაია დიაკონიძე - თეთრი ვარდი / maia diakonidze - tetri vardi


ფურცელ-ფურცელ დავიცალე წლები,
დედის კალთას ვეღარაფრით ვცდები,
მოვეკიდე როგორც მორცხვი ბალღი,
მოგონებებს გამიღვიძებს ბაღი...
ყვავილები და უსაზღვრო სევდა,
ქალის თითებს თეთრი ვარდი წყდება,
განშორების წუთებს ვეღარ ათბობს
ცივი ქარი, საფლავზე რომ ანცობს.
დაობლებულ გულს ვერ შველის დროც კი,
დედა ისევ მამას სარეცხს კიდებს,
არ დაედო მათ სიყვარულს მტვერი,
ფირუზის ცა რამდენ გრძნობას იტევს...
თეთრი ვარდი არასოდეს ჭკნება,
სისხლის წვეთი ედინება ეკლებს
და ფურცლები შეღებილი წითლად
უკვდავების, სიცოცხლის ფერს იძენს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1146 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0