Загрузка...
მაია დიაკონიძე - წვიმს და ელვასავით დამიდიან / maia diakonidze - tscvims da elvasavit damidian - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - წვიმს და ელვასავით დამიდიან / maia diakonidze - tscvims da elvasavit damidian


11:40 AM
მაია დიაკონიძე - წვიმს და ელვასავით დამიდიან / maia diakonidze - tscvims da elvasavit damidian


წვიმს და ელვასავით დამიდიან,
შენთვის ნაფერები სტრიქონები,
მინდა ღრუბელივით დავიწურო,
ქარის მონამღერი სონეტებით.
სიზმრებს სიმარტოვის სუნი დაჰკრავს,
ლოგინს-უსამართლო განაჩენის,
მალებს მიჰყვებიან სინანულის
მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები.
მინდა ძველებურად მოგეხვიო,
თვალებს გადავხადო შავი ფარდა,
ზღვაზე მეკობრეთა მეგზურივით,
ნავებს მიაქანებს სევდის აფრა.
ახლა ყველაფერი სულერთია,
დრომ მეც მომისაჯა განაჩენი,
გზაზე მიჰყვებიან ნაფეხურებს,
მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები.

----------------

წვიმს და ელვასავით დამიდიან,
სველი ნისლიანი ამინდები,
ჩქარა მომაშველე გულის სითბო,
თორემ ამინდივით ავტირდები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1041 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0