მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » მაია დიაკონიძე - წვიმა ცრემლებივით გახშირდა / maia diakonidze - tsvima cremlebivit gakhshirda
11:42 AM მაია დიაკონიძე - წვიმა ცრემლებივით გახშირდა / maia diakonidze - tsvima cremlebivit gakhshirda
ქალისმიერი აღტაცებით, საყდრის ხავსიან კედლებთან, მზერას მაგებებენ გვირილები, თეთრმაისურიან პეპლებთან ვიწყებ დიალოგს და მოგონებას გულში შევაერთებ ფიქრებად. ტუჩების კვნეტით გავიხსენებ ჩემს ბებოს აღმართზე მიმავალს, შავებში გამოწყობილს, მამლით ხელში, მისდევდა ჯვარ-ხატის დიდებას, ფეხზე ამოცმული შალის წინდით, მონასტრის ეზოსავით მოჭედილს ათასნაირი ყვავილებით, მერე ქარიშხალით მოწეწილს. ისე ახლოსაა მთების ქედი, ისე ახლოსაა საყდრის ქვა, ცა, ღრუბელივით გაბერილი, თავს მესხმის წვეთებით მაღლიდან, ჩემი მოგონებით ალესილი, წვიმა ცრემლებივით გახშირდა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1181 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|