კაბადოკია, ჟღერს ჩვენს გულებში, იქ დაიბადა ქალწული ნაზი, მცხეთას დავწურეთ ვაზის მტევნები, ნინოს დარგული, დაწნული ვაზის. დამზრალმა ვარდმა ფერი იცვალა, გამკრთალი ზეცა განათდა უცებ, ქართლის მიწაზე მადლმა იდინა, ბოროტს და ავსულს გზას-კვალს რომ უბნევს. გულს უხარია ზეიმი სულთა, (ჯოჯოხეთიდან ამოსვლა ელით), მოციქულთ სწორმა გაშალა სუფრა, ყველა აგვავსო საუფლო კვერით. ვერვინ მოიყვანს ძალით გაზაფხულს, გზას გაგვინათებს ასული წმინდა, სისხლისფრად ღებავს ღრუბლებს აისი, გვამცნობს, აღდგომის დადგება დილა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..