Загрузка...
მირიან გიორგაძე - მოდის / mirian giorgadze - modis - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - მოდის / mirian giorgadze - modis


11:39 PM
მირიან გიორგაძე - მოდის / mirian giorgadze - modis


(დავით დუმბაძეს)
ალბათ ამ წუთსაც უნაწილებ ჰაერს სიგარეტს,
მოდი, მომინდა, ტკივილი რომ ლექსით გამენდო,
რადგანაც ისევ არ იცვლება წვიმით ამინდი,
რადგან სარეცხი გასაშრობად მალე დაინდო
ქარმა. ნელ-ნელა მოიმატებს სულში ნალექი.
ბუნებრივია, ამ ყინვაშიც ქუდს ვერ ვიკარებ,
ჟანას თვალების სისპეტაკეს მოდი, დაჩაგრავს
სინაზე წვიმის, თქეშის შენი (ჩემი) ქალაქის
და მოდი, გტოვებ ამ ზღვისა და წვიმის მაჭანკლად,
მზე გაიკეთებს ჰორიზონტით მორიგ ჰარაკირს
და სისხლიან ზღვას განბანს ღამე და ცხრასახელა,
მე კი არ მყოფნის ძველებურად სიტყვის მარაგი.
რადგანაც ჩემთან მარტოსული ქარი ახველებს,
მოდი, გიტოვებ ამ ზღვასა და წვეთებს ქალაქის...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1071 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0