Загрузка...
მირიან გიორგაძე - განაწილება / mirian giorgadze - ganatsileba - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - განაწილება / mirian giorgadze - ganatsileba


11:52 PM
მირიან გიორგაძე - განაწილება / mirian giorgadze - ganatsileba


მორჩა, გათავდა, ყველაფერი ასეა, გალა:
მებრძოლი სული დაამსგავსებს შენს სხეულს ტროას,
მანამ კი გიწევს ცარიელი დერეფნის გავლა,
დერეფნის, სადაც მოგძახიან, რომ უკვე დროა,
რომ უკვე დროა, გამოცალო სასმისი ყველა,
სულს გაატანო ჰაბიტუსი პოეტის, ლოთის
და გიჟი მარტის ქრონიკული, უწყვეტი ხველა,
მიაბა ფრენის, სიგიჟის და სიკვდილის მოტივს,
მოტივთა ნუსხას კვალარეულს თავში ( არადა
იცი, არ არის დრო დუმილის ბოლთის და ფიქრის ) …
ინაცვლებ ადგილს ფანჯრებისკენ (გვერდით კარადის,
რომელიც რძისფერ აბლაბუდას სხეულში იკრავს).
მიიკრავს ქვევით ქვაფენილი შენს (მცირე) ნაწილს,
ნაწილს რომელსაც აღმასვლისას ტოვებ ღალატით,
ხოლო შუაში ხეთა ქროლვას მოუსმენს აწი
(ამიერიდან) ცარიელი, მყუდრო პალატა…


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1350 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0